შიგთავსზე გადასვლა

წესები

საიტით სარგებლობის წესები

ბოლო განახლება: 16.09.2026 · v2026-09-16

მოკლედ: იყავი 18 წლის, იყავი შენ თვითონ, ნუ ავნებ სხვას. დანარჩენი დეტალებია.

1. ვისთვის არის საიტი

რეგისტრაცია მხოლოდ 18 წელს გადაცილებულთათვისაა. ასაკს რეგისტრაციისას თავად აცხადებ და მისი სისწორე შენი პასუხისმგებლობაა.

2. ანგარიში

ანგარიში მეტსახელით იქმნება — რეალურ ვინაობას არ ვთხოვთ.

  • პაროლის დაცვა შენი პასუხისმგებლობაა; ანგარიშს სხვას ნუ გაუზიარებ
  • ელფოსტა ნებაყოფლობითია, მაგრამ მისი დადასტურების გარეშე დავიწყებული პაროლის აღდგენა შეუძლებელია — სხვა არხი არ არსებობს
  • სხვისი სახელით წარდგენა და სხვისი ფოტოს საკუთარ პროფილზე გამოყენება აკრძალულია

3. რა არის აკრძალული

ამ წესების დარღვევა სანქციის საფუძველია — მძიმე შემთხვევაში პირველივე დარღვევაზე.

  • არასრულწლოვნის ნებისმიერი მონაწილეობა ან მისი გამოსახულება სექსუალურ კონტექსტში
  • ინტიმური ფოტო-ვიდეოს გავრცელება გამოსახული ადამიანის თანხმობის გარეშე
  • შევიწროება, მუქარა, დევნა და სიძულვილის ენა რასის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ორიენტაციის ან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით
  • სხვისი პირადი მონაცემების გამოქვეყნება მისი თანხმობის გარეშე
  • სპამი, თაღლითობა, ფინანსური სქემები და ფასიანი სექსუალური მომსახურების რეკლამა
  • უკანონო საქონლის — ნარკოტიკების, იარაღის, ყალბი დოკუმენტების — შეთავაზება
  • მონაცემების ავტომატური შეგროვება, სისტემის განზრახ გადატვირთვა და უსაფრთხოების შეზღუდვების გვერდის ავლის მცდელობა
  • სხვისი საავტორო ნამუშევრის გამოქვეყნება უფლების გარეშე

4. შენი კონტენტი

რასაც აქვეყნებ, შენი რჩება. ჩვენ მხოლოდ იმ ნებართვას ვიღებთ, რაც სერვისის მუშაობას სჭირდება: შენი კონტენტის შენახვა და ჩვენება იმ აუდიტორიისთვის, რომელიც თავად აირჩიე. კონტენტის წაშლისას ჩვენც ვშლით.

5. მოდერაცია და სანქციები

საჩივარს ადამიანი განიხილავს, არა ავტომატი.

  • შეზღუდვა შეიძლება იყოს ნაწილობრივი — გამოქვეყნება, კომენტარები ან პირადი მიმოწერა — ან სრული ბლოკი
  • შეზღუდვას აქვს მიზეზი და ვადა; ვადიან შეზღუდვას ვადის გასვლისას თავად ეხსნება
  • ბლოკირებულ ანგარიშს ერთი მიმდინარე გასაჩივრება შეუძლია
  • მძიმე და აშკარად უკანონო შემთხვევაში მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს

6. ანგარიშის დახურვა

ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია პარამეტრებიდან. მოთხოვნისთანავე ანგარიში ითიშება, 14 დღე კი გაქვს გადაწყვეტილების გასაუქმებლად. ამ ვადის შემდეგ პროფილი, მედია, სესიები, პოსტები და კომენტარები იშლება. პირად მიმოწერაში შენ მიერ გაგზავნილი ტექსტი მეორე მხარეს რჩება, ავტორად კი „წაშლილი მომხმარებელი" ჩანს — სხვისი მიმოწერის წაშლა შენ არ გევალება. წესების დარღვევისას ანგარიშის დახურვა ჩვენც შეგვიძლია.

7. სერვისის მდგომარეობა

პროექტი განვითარების ეტაპზეა. ფუნქციები იცვლება, ზოგი ექსპერიმენტულია და უწყვეტ მუშაობას ვერ გპირდებით. სარეზერვო ასლები კეთდება, მაგრამ ტექნიკური ავარიის შემთხვევაში ყველა მონაცემის სრულ აღდგენას ვერ გარანტირებთ — მნიშვნელოვანი ფოტო შენთანაც შეინახე.

8. პასუხისმგებლობა

სერვისი მოცემული სახითაა. სხვა მომხმარებლების ქცევაზე, მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და საიტის გარეთ მომხდარზე პასუხისმგებლობა მათია. რეალურ შეხვედრამდე გამოიჩინე იგივე სიფრთხილე, რასაც ნებისმიერ უცნობთან.

9. წესების ცვლილება

წესები შეიძლება შეიცვალოს; ცვლილების თარიღი ზემოთ ჩანს. არსებით ცვლილებას საიტზე გამოვაცხადებთ. საიტით სარგებლობის გაგრძელება ახალ წესებზე დათანხმებას ნიშნავს.

10. კანონმდებლობა

ამ წესებზე და მათთან დაკავშირებულ დავებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

მთავარ გვერდზე დაბრუნება